
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო აღმავლობას ალბათ, თებერვლის დასაწყისამდე. თებერვლის შემდეგ წესით პროგნოზი უკეთესია, თუ ახალი, უფრო აგრესიული შტამი არ გამოჩნდა, რისი გარკვეული შანსებიც სამწუხაროდ, არსებობს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევები რეალურად უფრო მეტია, ვიდრე ამას სტატისტიკა ასახავს.
“ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში რეკომენდაციაა იზოლაცია. თუ ოჯახის ერთ წევრს დაუდასტურდა, ზოგიერთი ადამიანი ტესტირებას აღარ იტარებს. ეს ხალხი სტატისტიკის მიღმა რჩება და ცხადია, კიდევ უფრო მეტია შემთხვევები, ვიდრე რეალურადაა დადასტურებული.
აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა. არ შეცვლილა წესები, მთავარია ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, იმიტომ რომ ეს ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება“, – განაცხადა ბუწაშვილმა.
თაგები:
მაია ბუწაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს