
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ არ მივიდეს მოწმის სახით გამოკითხვაზე და პროკურატურას არ აქვს უფლებამოსილება, რომ აამოქმედოს ნორმა, რომელიც გულისხმობს იძულებით მიყვანას, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიმართ, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით, ვერ იქნება გამოყენებული იძულებით მიყვანის ღონისძიება.
“პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ არ მივიდეს მოწმის სახით გამოკითხვაზე და პროკურატურას არ აქვს უფლებამოსილება, რომ აამოქმედოს ნორმა, რომელიც გულისხმობს იძულებით მიყვანას. პრეზიდენტის მიმართ, რომელიც სარგებლობს იმუნიტეტით, ვერ იქნება გამოყენებული იძულებით მიყვანის ღონისძიება. პროკურატურის მიმართ, რადგანაც ნდობა არ არის, მის მიერ ჩატარებული გამოძიება ვერ იქნება იმ ნდობის მატარებელი, რომ, ჩვენ ვიფიქროთ, რომ ყველა იმ საკითხს, რაც აუცილებელია, რომ ლეგიტიმურობა შესძინონ ამ უკვე არალეგიტიმურ არჩევნებს, ეს არის წარმოუდგენელი. ამიტომ ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო ჩართულობით გამოძიების ჩატარებას”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
თაგები:
მაია კოპალეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს