
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, ჩვენ ვებრძვით დიქტატურას. დიქტატურის დამარცხება ერთ-ორ დღეში არსად მომხდარა, მაგრამ მოხდება ძალიან მალე, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროტესტში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქვეყნების მხარდაჭერა.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვებრძვით რუსულ რეჟიმს, ჩვენ ვებრძვით დიქტატურას. დიქტატურის დამარცხება ერთ-ორ დღეში არსად მომხდარა, მაგრამ ეს მოხდება ძალიან მალე.
ამ უამინდობის მიუხედავადაც კი, ძალიან ბევრი ხალხი იყო დღეს, იმიტომ, რომ ეს ბრაზი ადამიანებში არის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ მათ მოჰპარეს ხმა და გაუყალბეს არჩევნები. ეს ბრაზი არ ჩაცხრება, კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, ბუნებრივია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვაგრძელებთ შესაბამის მოქმედებებს საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
თაგები:
მაია კოპალეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს