Logo

მაია კოპალეიშვილი – იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების” მიზნებში არ ჩაერთვება

პოლიტიკა
29.07.2024 / 18:19
Frontnews image description

ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ აღმართოს გარკვეული კედელი ევროინტეგრაციასა და საქართველოს შორის, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს რუსეთის გავლენა და მოლოდინი არის, რომ არჩევნები ჩატარდება არადემოკრატიული გზით.

 

“ძალიან საინტერესოა, როცა სამი სუბიექტი დაობს ერთ თემაზე, რაც რუსულ კანონის კონსტიტუციურობასთან არის დაკავშირებული.

 

ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ რა პრობლემები ახლავს “რუსული კანონის“ ამოქმედებას, საქართველოში თავისუფალი საზოგადოების შესაფერხებლად, გამოიყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგაც. 

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გაიაზროს. ნაბიჯი, რომელსაც სასამართლოსგან მოვითხოვთ, არის ის, რომ ამ აქტის მოქმედების შეჩერებაზე იზრუნოს. ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, მივიღებთ შეუქცევად ზიანს. თუ ახლა არ შეჩერდა, მერე მას აზრი დაეკარგება. რუსეთმა შეძლო და განახორციელა ორგანიზაციების ჩახშობები და ჩვენ ნათლად ვხედავთ, თუ როგორი რეჟიმია რუსეთში. ამიტომ, თუ სასამართლოს ეს გააზრებული აქვს და წესით ასეც არის, მან არ უნდა დაუშვას ის, რაც სტრასბურგს თავის პრაქტიკაში მოუვიდა რუსეთთან.

 

ხელისუფლებას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ აღმართოს გარკვეული კედელი ევროინტეგრაციასა და საქართველოს შორის. იგი ხალხს აყენებს არჩევანის წინაშე, ევროპა თუ რუსეთი, სწორედ ამ არჩევნებზე აპირებს რომ ხალხს არ მისცეს არჩევის საშუალება და იყოს არადემოკრატიული. 

 

ხელისუფლების შენარჩუნებისთვის “ქართული ოცნება” მიდის სამართლებრივი ნორმების დარღვევის გზაზეც.  იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო “ქართული ოცნების“ მიზნებში არ ჩაერთვება”, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

 

ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები