Logo

მაია კოპალეიშვილი – იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას

პოლიტიკა
28.08.2024 / 20:02
Frontnews image description

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვიდან გამომდინარე, ცუდი გამოცდილება გვაქვს ყველას. მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ საკითხის სწორად გადაწყვეტა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვიდან გამომდინარე, ცუდი გამოცდილება გვაქვს ყველას.

მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გაიაზრებენ ამ საკითხს, გაიაზრებენ თუ რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ აქტის მოქმედება უნდა შეჩერდეს, რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის, რომ აქტი არაკონსტიტუციურად უნდა იყოს ცნობილი და მიიღებენ ერთადერთ სწორ, კონსტიტუციის შესაბამის გადაწყვეტილებას, რამეთუ, ჩვენ ვიცით, რომ ეს “რუსული კანონი” მიმართულია ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, იწვევს ქვეყანაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებას”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო  ხვალ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები