
ავტორი
Front News საქართველო
კეთილსინდისიერების საკითხის შემოწმების გარეშე ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება, – ამის შესახებ “ახალის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვეტინგის სისტემის წინააღმდეგ წასვლით, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაციას უწევენ წინააღმდეგობას.
“ვინც ეწინააღმდეგება მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას, არიან სასამართლო ხელისუფლების ერთეული მოსამართლეები, ანუ ის მოსამართლეები, რომლებსაც მიემართება წესით ამ კეთილსინდისიერების საკითხის შემოწმება, მათი მოსაზრება არ უნდა იყოს გავლენის მატარებელი.
კეთილსინდისიერების საკითხის შემოწმების გარეშე ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაცია ვერ მოხდება. ფაქტობრივი შედეგი არის, რომ ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში ინტეგრაციას”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
ე.წ. ვეტინგის სისტემას, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, მოსამართლეთა უმრავლესობა და ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მათ პოზიციას რამდენიმე მოსამართლე არ იზიარებს.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს.
თაგები:
მაია კოპალეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს