
ავტორი
Front News საქართველო
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სასამართლო ხელისუფლება რომ არ არის დამოუკიდებელი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არის გაბატონებულ პირთა ჯგუფი, რომელიც მართავს ამ სასამართლო ხელისუფლებას, – ამის შესახებ “ახალის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება თავისი ქმედებებით ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას.
“თავად სასამართლო ხელისუფლებამ, ერთი მხრივ ხომ საკუთარ გამჭვირვალობას შეუშალა ხელი, მეორე მხრივ თავად ანტიკორუფციულ ბიუროს, ისევე როგორც ინსტიტუტის გაძლიერებას უშლის ხელს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, სასამართლო ხელისუფლება რომ არ არის დამოუკიდებელი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არის გაბატონებულ პირთა ჯგუფი, რომელიც მართავს ამ სასამართლო ხელისუფლებას, რამეთუ სასამართლო ხელისუფლებას დაავიწყდა მისი ძირითადი ფუნქცია, რომ მან უნდა უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობის შესრულება. სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას მისი ასეთი მოქმედებებით”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
არასამთავრობო სექტორის ნაწილის ინფორმაციით, მოსამართლეებმა სასამართლოს მეშვეობით ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მათი ქონების შემოწმების პროცესი გააჩერეს. შერჩეულ პირთა სიაში მოხვდნენ მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, სერგო მეთოფიშვილი და ვასილ მშვენიერაძე.
თაგები:
მაია კოპალეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს