Logo

მაია კოპალეიშვილი – მათი მიზანია, რომ მუდმივად თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და ამ გზაზე რეპრესიებს აძლიერებენ

პოლიტიკა
630
Frontnews image description

მათი მიზანია, რომ მუდმივად თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და ამ გზაზე რეპრესიებს აძლიერებენ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით ხალხის პროტესტის ჩახშობას ცდილობენ.

“მათი მიზანია, რომ მუდმივად თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და ამ გზაზე ისინი სწორედ რეპრესიებს აძლიერებენ, რომ ჩაახშონ ყოველგვარი თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი ადამიანების ხმა. ამას აკეთებენ ფორმალურად კანონებით, თორემ ჩვენ ვხედავდით, რომ მანამდეც ცდილობდნენ ამას პროკურატურის, სასამართლოს და სახელმწიფო სხვა ინსტიტუტების მითვისებით, მაგრამ ახლა უნდათ, რომ კიდევ უფრო მეტი ფორმალური საფუძველი შეიქმნან იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები უფრო რეპრესიულად შეზღუდონ”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

“ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები დააინიიცირა, რომლებიც რიგ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის დანაშაულებზე, მათ შორის ოფიციალური პირების შეურაცხყოფასა და პოლიციელებზე თავდასხმაზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს. ასევე, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები