მაია კოპალეიშვილი – მინდა მოვუწოდო უნივერსიტეტს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს, ეს არის ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა

ავტორი
Front News საქართველო
მე მინდა მოვუწოდო თავად უნივერსიტეტს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს არის ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ სტუდენტები გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და საზოგადოებაც სოლიდარული იქნება მათ მიმართ.
“მე მინდა მოვუწოდო თავად უნივერსიტეტს, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს არის ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევა და დარღვევა ყოველთვის გულისხმობს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ სტუდენტები გაასაჩივრებენ ამას და საზოგადოებაც გვერდზე დაუდგება ამ გარიცხულ სტუდენტებს. ეს არის ტერორის და ზეწოლის ერთ-ერთი ფუნქცია”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
10 მარტს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. მანამდე კი ნაწილს ფულადი ჯარიმა დააკისრეს.
თაგები:
მაია კოპალეიშვილი




