
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი გონგო იყოს, ანუ სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები და ამას ემსახურება ეს კანონიც, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ძალიან აგვიანებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადებას.
“საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს სარჩელები, რაც არის წარდგენილი. უკვე ძალიან გვიანდება გადაწყვეტილება, ყოველგვარ ზღვარს გასცდა ის ვადები, რა ვადებიც ზოგადად შეიძლება გონივრულად დაუშვა აქტის მოქმედების შეჩერებასთან მიმართებით.
“ქართული ოცნების” მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი გონგო იყოს, ანუ სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციები და ამას ემსახურება ეს კანონიც”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები პირველ სექტემბერს დასრულდა.
თაგები:
მაია კოპალეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს