Logo

მაია კოპალეიშვილი – რაც წარმოგვიდგინა დღეს “ქართულმა ოცნებამ”, უმრავლესობა არის წარსული, რომლის შეცვლაც უნდა ქართველ ხალხს

პოლიტიკა
911
Frontnews image description

ქალბატონ სალომეს სრული უფლება აქვს, თითოეულ იმ საკითხთან მიმართებით, რაც “ქართულ ქარტიაშია” თვითონაც გამოხატოს პოზიცია და შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს. ეს მისი მხრიდან პოზიტიური მოვლენა იქნებოდა, –  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

მან “ოცნების” საარჩევნო სიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სიის უმრავლესობა არის წარსული, რომლის შეცვლაც ქართველ ხალხს სურს.

“რაც წარმოგვიდგინა დღეს “ქართულმა ოცნებამ”, უმრავლესობა არის წარსული, რომლის შეცვლაც უნდა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი ითხოვს ცვლილებებს და არა იმ წარსულს, რომელიც წარმოადგინეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რამეთუ, ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაამართლა ქართველი ხალხის იმედები. 26 ოქტომბერს ეს ცვლილებები იქნება, “ქართული ოცნება” დამარცხდება და ამ ქვეყანაში კოალიციური მმართველობა იქნება.

რაც შეეხება “ქართულ ქარტიას”, ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ მას მხარი დაუჭირა და ხელი მოაწერა. მე ვფიქრობ, ქალბატონ სალომეს სრული უფლება აქვს, თითოეულ იმ საკითხთან მიმართებით, რაც “ქართულ ქარტიაშია” თვითონაც გამოხატოს პოზიცია და შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს. ეს მისი მხრიდან პოზიტიური მოვლენა იქნებოდა”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები