Logo

მაია კოპალეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც მთავრობის ტყვე იქნება

პოლიტიკა
311
Frontnews image description

საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ წაართმევს, – ამის შესახებ პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

 

“ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე იქნება, რომ ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე.

 

საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ წაართმევს.

 

ყოველ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში, მისი მოქმედება არ შეიძლება მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები