მაია კოპალეიშვილი – თუ ევროკავშირში ინტეგრირება გვინდა, საჭიროა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება

ავტორი
Front News საქართველო
თუ ევროკავშირში ინტეგრირება გვინდა, საჭიროა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და სასამართლო სისტემაში ცალკეული მოსამართლეების მიმართ კეთილსინდისიერების საკითხის შემოწმება, – ამის შესახებ “ახალის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ აინტერესებს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარება, მათ შორის სასამართლოს კუთხით.
“ყველასათვის ცნობილია, რომ თუ ევროკავშირში ინტეგრირება გვინდა, საჭიროა სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და სასამართლო სისტემაში ცალკეული მოსამართლეების მიმართ კეთილსინდისიერების საკითხის შემოწმება. ეს და მხოლოდ რამდენიმეს ეხება, ესენია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, უზენაესი სასამართლოს წევრები და სასამართლოთა თავმჯდომარეები. როდესაც ასეთი გამოწვევა გიდგას წინ და შენი სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირში გაწევრიანება და ამას როდესაც მოქმედი ხელისუფლება ხელს არ უწყობს და აცხადებს, რომ ეს თემა დახურულია საერთოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მნიშვნელოვანი ინტერესი მისთვის არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ევროკავშირი ბევრი ფაქტორის გამო იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის უკავშირდება ჩვენი სახელმწიფოებრიობის უსაფრთხოებას, მშვიდობას და მათ შორის ეკონომიკურ სიძლიერეს”, – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
თაგები:
მაია კოპალეიშვილი




