
ავტორი
Front News საქართველო
მისი სიცოცხლე რომ შენარჩუნებულ იქნეს ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამაღლობელის პროცესი 4 მარტსაა ჩანიშნული.
“მისი სიცოცხლე რომ შენარჩუნებულ იქნეს ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად და პროცესი დანიშნულია 4 მარტს.
მზიას მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ, ცხადია ბოლოს როდესაც ვნახე და ახლა როცა ვნახე, უფრო სუსტად არის და ეს გადასხმები ემსახურება, რომ შენარჩუნებულ იქნეს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება, პროცესზე თავად იყოს წარმოდგენილი”, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს. დაკავების დღიდან მან პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და ამ დროისთვის კლინიკა “ვივამედში” იმყოფება.
თაგები:
მაია მწარიაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს