
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაუშვებს სააკაშვილს, როდესაც მას არ დაემუქრება “პოლონიუმის ჩაის დალევა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა მაია ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობას იმის გამო, რომ მას მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში ჰყავს.
“ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაუშვებს სააკაშვილს, როდესაც მას არ დაემუქრება პოლონიუმის ჩაის დალევა.
იქამდე, სანამ მას ჰგონია, რომ პუტინს კიდევ შესწევს ძალა მისი დასჯის, ის ამას არ იზამს.
მისთვის საკითხი ასე დგას, გაუშვებს სააკაშვილს და მას მოკლავენ, ის ასე ხედავს.
მას არანაირი დისკომფორტი იმის გამო, რომ სააკაშვილს არ უშვებს არ აქვს, ამიტომ გაუშვებს მაშინ, როდესაც ეცოდინება, რომ პუტინი დამთავრებულია“, – განაცხადა ნადირაძემ.
მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვა სათაგურში მომწყვდეულ ვირთხებს აგონებს, “რომლებმაც იქ თავი შეყვეს უფასო ყველისთვის და ახლა იქედან ზანზარებენ“.
თაგები:
ბიძინა ივანიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს