Logo

მაია ფანჯიკიძე – არ მჯერა, რომ ამ ომს ექნება დიპლომატიური გადაწყვეტა, მგონია, რომ იარაღით გადაწყდება და უკრაინა მოიგებს

პოლიტიკა
19.03.2022 / 14:55
Frontnews image description

არ მჯერა,  რომ ამ ომს ექნება დიპლომატიური გადაწყვეტა,  მგონია, რომ ეს იარაღით გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, უკრაინა მოიგებს, – ამის შესახებ საქართველოს  საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, დიპლომატმა  მაია ფანჯიკიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ნატოს კონფლიქტში ჩართვა მეტს ნგრევას და მსხვერპლს გამოიწვევს. 

 

“ნატო რომ არ ერთვება კონფლიქტში,  ეს სწორი გადაწყვეტილებაა.  უკრაინამ მარტომ უნდა დაამარცხოს რუსეთი და ის ამას მოახერხებს. მაშინ ამ გამარჯვებას კიდევ უფრო მეტი ფასი ექნება, ვიდრე,  ნატო რომ ჩაერიოს.  ნატო რომ ჩაერიოს და დაპირისპირება მოხდეს რუსეთსა და ნატოს შორის, მაშინ ეს დაპირისპირება უნდა მოხდეს უკრაინის ცაში. ამან შეიძლება უფრო მეტი ნგრევა და კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი მოიტანოს. 

 

მიმაჩნია, რომ ის,  რასაც ნატო აკეთებს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და მეტია, ვიდრე ჩვენ ვიცით. 

 

მე არ მჯერა,  რომ ამ ომს ექნება დიპლომატიური გადაწყვეტა, რამდენპუნქტიანი გეგმაც არ უნდა გამოაქვეყნონ,  ვერ ვხედავ ამ პუნქტებში ისეთს, რომელსაც შეიძლება უკრაინა დათანხმდეს და რომელიც შეიძლება რუსეთმა ისე შესთავაზოს, რომ  ამას უკრაინა დათანხმდეს და თვითონ სახე არ დაკარგოს. ამიტომ დიპლომატიურ გადაწყვეტას არ ველი, მე მგონია, რომ ეს იარაღით გადაწყდება და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მოიგებს“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები