
ავტორი
Front News საქართველო
დიდი იმედი მაქვს, სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს იმას, რაც პოლიტიკოსებს არ გამოსდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აქციაზე ევროპული მომავლის მხარდასაჭერად მოვიდა.
“შინ და გარეთ, ყველას უნდა დავანახოთ, რომ ევროპული გზა არის ერთადერთი სწორის გზა საქართველოსთვის. მეორე მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკურ ძალებს უნდა დავანახოთ, რამდენი ვართ, რა არის ჩვენი მიზანი და უნდა მოვთხოვოთ მათ ყველა რეკომენდაციის შესრულება, რომელიც მოგვცა ევროკომისიამ.
ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან ბევრი შეუძლია, ამის მოწმეები გავხდებით დღევანდელ აქციაზე, დიდი იმედი, მაქვს სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს იმას, რაც პოლიტიკოსებს არ გამოსდით“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
თაგები:
მაია ფანჯიკიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს