Logo

მაია რჩეულიშვილი – მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში

Frontnews image description

“ცენტრ-პოინტის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ქალთა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.

 

“ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მადლობა მერიას, რომელიც ძალიან გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა. ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. დაზარალებული ხუთი დიდი ობიექტი დასასრულებელია, დანარჩენ ობიექტებზე მიდის სარემონტო სამუშაოები. მთავარია, რომ თავად ამ საქმის კურაცია აიღო მერიამ და მერია არის ზედამხედველი, რომელიც არის გარანტორი ამ საქმის დამთავრების.

 

საპროცესო გაფორმდა მიონის ობიექტზე. მიონის ობიექტის დასამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს. მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს დაგვიანებისთვის და დაგვიანებისთვის ვიჯექი ციხეში“, – განაცხადა საპატიმროს დატოვების შემდეგ მაია რჩეულიშვილმა.
მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მაია რჩეულიშვილი – მე ვუხდი უდიდეს ბოდიშს ყველა დაზარალებულს... - Frontnews - საქართველო • ქართული სანდო მედია 2012 წლიდან