
ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მოლდოვაში სერიოზული დისკუსია გამოიწვია იმის შესახებ, შეუძლია თუ არა ქვეყანას, საკუთარი უსაფრთხოება დამოუკიდებლად დაიცვას.
“ახლა მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების შესახებ, რამდენად შეგვიძლია ჩვენ დამოუკიდებლად თავის დაცვა, თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. და თუ ამ ეტაპზე მივედით, მაშინ ჩვენ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა მოგვიწევს. ეს უნდა მოხდეს დემოკრატიული პროცესით“, – განაცხადა სანდუმ “პოლიტიკოსთან” ინტერვიუში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს