მაია სანდუ – მადლობა მხარდაჭერისა და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის


ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ევროპული საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ევროკავშირის მიერ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებით მოლდოვამ დღეს ახალი ფურცელი გადაშალა. ჩვენ დღეს ვგრძნობთ ევროპის თბილ ჩახუტებას. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი გზისადმი რწმენისთვის.
ჩვენ მზად ვართ რთული სამუშაოსთვის, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობისთვის. მოლდოვა მზად არის, წინ აღუდგეს გამოწვევებს“, – წერს მაია სანდუ.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.
თაგები:
მაია სანდუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს