მაია სანდუ – ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ან მოლდოვაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი არ გაჩერდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა.
“უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ან მოლდოვაში.
იმედია, მალე იქნება მეტი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები და ჩვენ დავინახავთ ამ გიჟური ომის დასრულებას“, – განაცხადა სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დნესტრისპირეთში არსებობს რეჟიმი, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.
“არსებობს რუსული ჯარები, რომლებიც არალეგალურად არიან განლაგებული დნესტრისპირეთის რეგიონში და რა თქმა უნდა, ასე ცდილობს რუსეთის ხელისუფლება მოლდოვის რესპუბლიკაზე ზემოქმედებას“, – განაცხადა სანდუმ.
თაგები:
მაია სანდუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს