მაია ცქიტიშვილი - ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში დაიწყო.
"მე მაშინ ვიყავი ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი. ჩემთვის ცნობილი იყო საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე გზის გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით, რადგან არსებობდა, როგორც ტერიტორიების მიტაცების რისკი, ისე ბორდერიზაციის გააქტიურებული პროცესები.
ჩორჩანაში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესის ფარგლებში მსჯელობა ჯერ კიდევ 2019 წლის დასაწყისში დაიწყო.
ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა, შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ სწორედ ეს იყო საფრთხედ შეფასებული. ამის შემდეგ კი შსს-ს მიერ იყო განხორციელებული ის ღონისძიებები, რომელიც იყო.
სამწუხაროდ, ბორდერიზაციის პროცესი, წლებია, მიმდინარეობს და შესაბამისად, სავარაუდოდ, ამავე ტერიტორიაზე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
თაგები:
მაია ცქიტიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს