მაიკ პენსი – გენერალურმა პროკურორმა ამერიკელ ხალხს სრული ანგარიში უნდა ჩააბაროს, რატომ განხორციელდა ეს ქმედება


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება.
“ვიზიარებ მილიონობით ამერიკელის ღრმა შეშფოთებას პრეზიდენტ ტრამპის რეზიდენციაში უპრეცედენტო ჩხრეკის გამო. აშშ-ის არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენცია ამერიკის ისტორიაში არასდროს ყოფილა ჩხრეკის ობიექტი.
გუშინდელი ქმედება ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ და გენერალურმა პროკურორმა ამერიკელ ხალხს სრული ანგარიში უნდა ჩააბაროს, თუ რატომ განხორციელდა ეს ქმედება და მან ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
თაგები:
დონალდ ტრამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს