მაიკ პენსმა საპრეზიდენტო კამპანია შეაჩერა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა და ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საპრეზიდენტო კამპანია შეაჩერა.
“ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის შემდეგ მოვედი აქ იმის სათქმელად, რომ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი დრო არ არის. ასე რომ, ბევრი ლოცვისა და მსჯელობის შემდეგ, მე გადავწყვიტე დღესვე შევაჩერო ჩემი საპრეზიდენტო კამპანია“, – განაცხადა პენსმა.
მაიკ პენსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დონალდ ტრამპის დროს იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.
კენჭისყრის დაწყებამდე რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა უნდა აირჩიონ ერთი კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს მათ არჩევნებში.
რესპუბლიკურ პარტიაში ფავორიტი ამ დროისთვის დონალდ ტრამპია, დემოკრატიულ პარტიებს შორის კი ჯო ბაიდენი.
თაგები:
მაიკ პენსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს