მაიკლ მაკგრატი - ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ

ავტორი
Front News საქართველო
უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება, წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა, - ამის შესახებ ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ მაკგრატმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება, წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საქართველო „ქართული ოცნების“ მმართველობის ქვეშ დემოკრატიულ ნორმებს შორდება. მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, რომ დემოკრატიული ევროპული მომავლის მოთხოვნა გააგრძელონ.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში მკაფიოდ იყო აღნიშნული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც ხელისუფლების ანტიევროკავშირის რიტორიკა, რაც კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევა, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება, ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს", - განაცხადა მაიკლ მაკგრატმა.
თაგები:
მაიკლ მაკგრატი




