
ავტორი
Front News საქართველო
რამდენი ასი ადამიანიც ავად გახდება, მინიმუმ, ჩვენი ერთი თანამოქალაქე დაიღუპება, ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღეს ხომ დღეში 1 200-1 300 ახალ ავადმყოფზე ავედით და დათვალეთ, ცოტა ხანში, დღეში რამდენი ადამიანი დაგვეღუპება. აქედან გამოსავალი ისაა, რომ წესები დავიცვათ – პირბადე ვატაროთ, ხალხმრავალ შეკრებებს, ძირითადად, სუფრებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი და ა.შ“, – განაცხადა იმნაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად ხდება დაწესებული რეგულაციების კონტროლი და უნდა გაძლიერდეს თუ არა საინფორმაციო კამპანია, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდის.
„კაცს რომ ახლობელი, ნათესავი, ან ოჯახის წევრი მოუკვდება, მე უნდა ვუთხრა, ძალიან გთხოვ, ნიღაბი გაიკეთე-თქო?! ან, რამდენჯერ უნდა ვუთხრათ?! ჩვენთან პირბადის მოხმარება 50%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოების ნახევარი რეგულაციებს არ იცავს. მე პიარის სპეციალისტი არ ვარ და ვერ ვიტყვი, როდესაც ქვეყანაში ამხელა მსხვერპლია და კოვიდის არ სჯერათ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანების გონებამდე დაიყვანო ის, რომ კოვიდი საფრთხეა? მე არ ვიცი და შეიძლება, პიარის სპეციალისტებმა იციან“, – განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, მომავალი თვეების პროგნოზი ძალიან ცუდია.
„მაისის პირველი-ორი კვირა ძალიან მძიმე გვექნება, რადგან შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს. თუმცა, აქაც ვიტყვი, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ქცევას გამოვავლენთ, რამდენად გავიკეთებთ პირბადეს, რამდენად ავარიდებთ თავს სუფრებს და რამდენად არ მოვაწყობთ საფლავებზე ქეიფებს“, – განაცხადა იმნაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს