Logo

ლევან მახაშვილი - იძულებულები ვართ, ვუპასუხოთ და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოვახდინოთ

Frontnews image description

რამდენი თვეა, ვაკვირდებით უცხოეთიდან ზიზღის ენის კამპანიას, მის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა შესაბამისი რეაგირებისა, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა.

"აქ ჯანსაღ კრიტიკაზე კი არ არის საუბარი, აქ საუბარია პირდაპირ ლანძღვა-გინება, წყევლა და ის ზიზღის ენა, რაც ჩვენ გვესმის პოლიტიკოსების, ვაი ჟურნალისტების და სხვათა მხრიდან, როდესაც ასეთი მასშტაბური იქნება ასეთი ზიზღის კამპანია, ჩვენ იძულებულები ვართ, ვუპასუხოთ და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოვახდინოთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნების" საჩივრის საფუძველზე პოლიტიკოსებს, აქტივისტებს და ჟურნალისტებს ფეისბუკპოსტების გამო სასამართლოში იბარებენ. ზოგიერთი მათგანი უკვე დაჯარიმდა, ზოგიერთების პროცესი კი გადაიდო.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები