Logo

მაკა ბოჭორიშვილი - 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება კიდევ ერთხელ უწყობს ხელს საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას

პოლიტიკა
312
Frontnews image description

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება კიდევ ერთხელ უწყობს ხელს საქართველოს შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებები, სადაც არჩევნებზეა აპელირება და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ.

"17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება კიდევ ერთხელ უწყობს ხელს საქართველოზე ცრუ ნარატივების გავრცელებას. ეს წერილი ერთგვარად გადაფარვაა იმ განცხადების, რომელიც გაკეთდა პრეზიდენტის მიერ და რომელიც მიმართული იყო იმისკენ, რომ არჩევნებს არაფერმა შეუქმნას საფრთხე, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობდეს შემაფერხებელი გარემოებები, თუ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ეს მნიშვნელოვანია და თუ მათთვის საერთოდ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა, არჩევნების გზით დემოკრატიის ნაწილად ყოფნა. პრეზიდენტის მხრიდან ეს განცხადება გაკეთებულია, ეს არის ქართული პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. განცხადებები, რომელიც გვესმის, სადაც არჩევნებზეა აპელირება და ისინი დაკავშირებულია სამართლებრივ პროცესებთან, ერთადერთ რამეს ემსახურება, რომ კიდევ ერთხელ გავრცელდეს და გამყარდეს ცრუ ნარატივები საქართველოს შესახებ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

Advertisement