Logo

მაკა ბოჭორიშვილი - 600-მდე ბავშვმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, რასაც ქართველი ქართული მხარე აკეთებს უკრაინელი ბავშვებისთვის

პოლიტიკა
246
Frontnews image description

600-მდე ბავშვმა ისარგებლა ამ შეთავაზებით, რასაც ქართველი ქართული მხარე აკეთებს უკრაინელი ბავშვებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა.

"რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ჟესტი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ომისგან მიღებული ტრავმით არიან და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, რომ ზაფხულის დღეები გაატარონ მშვიდ გარემოში, საქართველოში და მიიღონ ის სითბო, რაც მათ ძალიან სჭირდებათ ომის პირობებში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელ გიორგი კახიანთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

Advertisement