მაკა ბოჭორიშვილი - არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და არანაირი უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ


ავტორი
Front News საქართველო
დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით - ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
"ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ყველას აქვს უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი. მშვიდობიანი შეკრების უფლებაც ყველას აქვს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. თუ გამოხატვის თავისუფლება იქნება მშვიდობიან ფარგლებში, ყველას აქვს შესაძლებლობა, ეს გააკეთოს.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაბარებას, დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება და ცვლილება ხდება ერთადერთი გზით - ამ გზას ჰქვია არჩევნები. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს