მაკა ბოჭორიშვილი - ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა

ავტორი
Front News საქართველო
ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად განხორციელდეს ის მიზნები, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს.
"ცვლილებები მიმართულია, რომ უფრო ეფექტიანად მოხდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც დღეს საქართველოს მთავრობას აქვს. ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს იმ პრიორიტეტებზე მუშაობას, რაც არის ჩვენი მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და ამით მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახდება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მის ვიცეპრემიერობას ეხებოდა, ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა.
"მადლობელი ვარ, რომ გარკვეულწილად ხდება პოზიტიური შეფასება იმ საკითხების, რაზეც მე ვმუშაობ და საქართველოს მთავრობის ფარგლებში რა როლიც მაქვს დაკისრებული. მეორეს მხრივ, ეს მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო ასპარეზზე წარმოსაჩენად. ჩემთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე წარდგენა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




