მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა უნდა სცენ პატივი


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა უნდა პატივი სცენ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული დინამიკა არ იწვევს აღფრთოვანებას.
„რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან. ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების დინამიკაზე, ჩვენც ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს, რაც კეთდება საქართველოსთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში და ნამდვილად არ იწვევს ჩვენს აღფრთოვანებას ის დინამიკა, რაც არის ორი ქვეყნის ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რაც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა უნდა სცენ პატივი.
საქართველოს სურს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, სურს, რომ ჩვენს ქვეყანას სტაბილურ გარემოში დემოკრატიული განვითარების საშუალება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გაითვალისწინონ ის, რაც აწუხებს ქართულ საზოგადოებას, საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლებას, რომელიც არჩეულია ქართველი ხალხის მიერ. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხზე და საქართველოზე როდესაც არის საუბარი, პირველ რიგში, მათ არჩევანს სცენ პატივი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს