Logo

მაკა ბოჭორიშვილი - გამორჩეული სიფრთხილე გვმართებს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს

პოლიტიკა
133
Frontnews image description

ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გამორჩეული სიფრთხილე გვმართებს ნებისმიერი პროცესის შეფასების, მით უმეტეს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება, ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა გაუჭირდება. 

"ერთადერთი საკითხი, რომელსაც შევეხები, როგორც ჩვენთვის პრობლემურ თემას ევროკომისიის შეფასების კონტექსტში, არის ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა, რომელიც ხშირად მხოლოდ ევროკავშირის განცხადებებზე მიერთების სტატისტიკით იზომება. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციიდან გამომდინარე, უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გამორჩეული სიფრთხილე გვმართებს ნებისმიერი პროცესის შეფასების, მით უმეტეს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის დროს. ვერასდროს დავუშვებთ, რომ უბრალო სტატისტიკის გაუმჯობესების სურვილით, დამატებითი საფრთხე შევუქმნათ ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისად, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი არ გახდება, ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა გაუჭირდება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები