
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოუდგენელია.
მისივე თქმით, უცნობია, რა შეიძლება, იყოს კრიტერიუმები სხვა წრეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისა.
"უვიზო მიმოსვლის შეჩერება კლასიფიცირებულად უკვე განხორციელებულია. ამგვარი მექანიზმი აამოქმედეს უჩვეულოდ, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, რაც ზოგადად წარმოუდგენელი რამ არის საერთაშორისო ურთიერთობებში. დიპლომატები, პირველ რიგში, ის ხალხია, ვინც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტებს, პირიქით, სარგებლობენ ხოლმე გარკვეული პრივილეგიებით, რადგან სწორედ მათ ხელში უნდა იყოს ნებისმიერი რთული ურთიერთობების მოგვარებაც კი. ნამდვილად უჩვეულოა ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც სწორედ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებზე გავრცელდა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ახლა ჩვენ არ ვიცით, როგორ შეიძლება, კიდევ დაყონ, რა შეიძლება, იყოს კრიტერიუმები უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისა სხვა წრეებისთვის, რაც ნაკლებად სავარაუდოა. იცით, რომ ჩვენ გავმართეთ უკვე პირველი შეხვედრა ევროკომისიასთან. გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა შეჩერების მექანიზმზე და ზოგადად, იმ საკითხებზე, რასაც უკავშირდებოდა ამ შემთხვევაში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს