
ავტორი
Front News საქართველო
ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"რა თქმა უნდა, მას აქვს შესაძლებლობა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც იგივე დღის წესრიგი განავითაროს და სწორედ ამის დემონსტრირებაა უილსონის მხრიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს თემაზე მორიგი ნეგატიური საკითხების დღის წესრიგის შემოტანა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე დიდი ხანია, ჯო უილსონი საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დღის წესრიგს აქტიურად ლობირებს და ამავე მიდგომას აგრძელებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც.
მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო პლატფორმებზე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება.
"ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული აქტორები იყენებენ ნებისმიერ ფორმატს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა ის დღის წესრიგი, რომელიც აქვთ საქართველოს წინააღმდეგ, იყოს მაქსიმალურად გამოყენებული და საერთაშორისო ინსტიტუტებიც ამ მიზნებისთვის გამოიყენონ. ეს არ არის პირველი მცდელობა“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი წარადგინა, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს