Logo

მაკა ბოჭორიშვილი - "ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია, ბრალდებები დემოკრატიული გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით სასაცილოა

პოლიტიკა
249
Frontnews image description

"ქართულ ოცნებას" ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია, ეს არის სიცრუე და ტყუილი. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა "ქართული ოცნების", -  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს წინსვლის უკან "ქართული ოცნების" ხელისუფლება დგას. 

"2014 წლიდან საქართველომ, როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორმა ქვეყანამ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, ყველა მიმართულებით თვალსაჩინო წინსვლას მიაღწია, რომლის უარყოფაც თავად ძალიან კრიტიკულად განწყობილ ევროპულ ბიუროკრატიას გაუჭირდა და მოუწია ამ წინსვლის აღიარება 2023 წელს, მაშინ როდესაც წელიწად-ნახევრის უსამართლო დაგვიანებით მიანიჭა ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი თავისივე ანგარიშების და დასკვნების საფუძველზე. 

საქართველოს წინსვლის უკან "ქართული ოცნების“ ხელისუფლება დგას. პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა და არა „ქართული ოცნების“. "ქართულ ოცნებას” ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია, ეს არის სიცრუე და ტყუილი. ბრალდებები  დემოკრატიული გზიდან გადახვევასთან დაკავშირებით სასაცილოა. დემოკრატიის არსიც არ იცით, რაზე მესაუბრებით?!”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები