Logo

მაკა ბოჭორიშვილი - მიუნხენში ვესაუბრე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც გეგმავს საქართველოში ვიზიტს

პოლიტიკა
38
Frontnews image description

მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოში ვიზიტს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს გააგრძელებს კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„მქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, შესაძლებლობა მქონდა, არაერთ კოლეგას გავსაუბრებოდი. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იცით, რომ შვეიცარია არის ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთოს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.

უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე, სადაც მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში განიხილება შუა დერეფნის განვითარება და საქართველოს როლი, რა წვლილი შეაქვს მას ევროპული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით შუა დერეფნის განვითარებაზე.

შეხვედრები გაგრძელდება როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ეუთოს გენერალურ მდივანს. ეს ფორმატი მაქსიმალურად არის გამოყენებული, რათა ჩემს კოლეგებთან საქართველოსთან დაკავშირებით მქონდეს დისკუსიები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები