მაკა ბოჭორიშვილი - მივესალმები პარლამენტის რეაქციას "მეგობარ აქტთან" დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, "მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით პარლამენტის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება.
ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ იმსჯელოს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც მიღებული იქნა აშშ-ის კონგრესის მიერ.
„მივესალმები საქართველოს პარლამენტის რეაქციას „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტის პოზიცია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაც შეუძლებელია, რომ უგულებელყოფილი იქნეს, ვინაიდან ეს მიღებული იყო აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ, რამაც, გარკვეულწილად, საფუძველი უნდა დაუდოს საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ პოზიციებს და ვერ დავტოვებთ ამას უყურადღებოდ. შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან გარკვეული პოზიციის ჩამოყალიბება, გაცხადება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტი "მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს