Logo

მაკა ბოჭორიშვილი - მოკლე დროშიც შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში დგას

პოლიტიკა
171
Frontnews image description

საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან, რომელიც საკმაოდ შინაარსიანი იყო და მოკლე დროშიც შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში დგას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  საკმაოდ შინაარსიანი საუბარი შედგა, როგორც ჯეი დი ვენსთან, ისე მარკო რუბიოსთან.

"ორივე დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა კომუნიკაცია გვქონოდა აშშ-ის წარმომადგენლებთან. პირველ დღეს უფრო მეტად  კომუნიკაცია შედგა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან,  ჯეი დი ვენსთან, ხოლო მეორე დღეს უფრო მეტად საუბარი შედგა სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომელიც იყო საკმაოდ შინაარსიანი და იმ მოკლე დროშიც ჩვენ შევძელით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც დღეს დგას საქართველო-აშშ-ის დღის წესრიგში", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები