მაკა ბოჭორიშვილი - პარლამენტის წევრებს ვაშინგტონში ექნებათ შესაძლებლობა, ისაუბრონ აშშ-თან ურთიერთობებზე

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, ვაშინგტონში არაერთი შეხვედრა გამართონ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოს პარლამენტსა და კონგრესს შორის არ ყოფილა ურთიერთობები.
"გარკვეული დროა გასული მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს შორის არ ყოფილა ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, აშშ-ში ქართველ დეპუტატთა ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს პარლამენტის წევრებს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვაშინგტონში შესაძლებლობა ექნებათ, გამართონ არაერთი შეხვედრა, ისაუბრონ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ამ ურთიერთობების წარმართვას მომავალში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ქართულ დეპუტატთა დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, რესპუბლიკელ კონგრესმენის ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში „სუვერენული ერების ალიანსის“ სამიტს დაესწრება.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




