
ავტორი
Front News საქართველო
ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თურქმენეთში განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს და ასევე იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
"ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე. პრემიერ-მინისტრი საუბარში შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და ასევე იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, ეკონომიკური განვითარების პროგრესის გათვალისწინებით, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით და ეს ყველაფერი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, ფორუმის ფარგლებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს