მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, ყველა მიმართულებით თანამშრომლობა განვიხილოთ ჩინეთთან

ავტორი
Front News საქართველო
ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჩინეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
"საქართველო არის საპატიო სტუმრის სტატუსით შანხაი ექსპოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას.
რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, ყველა მიმართულებით თანამშრომლობა განვიხილოთ ჩინეთთან, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურ კონტექსტში სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც შუა დერეფანზე ვსაუბრობთ, როდესაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ.
ჩინეთთან ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს თანამშრომლობასა და მუშაობას.
აქედან გამომდინარე, ეს ვიზიტი კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ სასაუბროდ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


