მაკა ბოჭორიშვილი - პრემიერების შეხვედრაზე მთავარი აქცენტები გაკეთდა სხვადასხვა მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოსა და ჩინეთის პრემიერებს შორის შეხვედრის ფარგლებში მთავარი აქცენტები გაკეთდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე.
„ჩვენ შეხვედრის ფარგლებში ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც მიმართული იქნება ქართული პროდუქციის ჩინურ ბაზარზე უკეთ წარმოდგენისთვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთთან. ასევე საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია სწორედ იმ წარმატებებიდან გამომდინარე, რაც ჩინეთს აქვს ამ მიმართულებით იმისათვის, რომ უკეთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩინეთთან ურთიერთობაში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


