მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთში "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობს

ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთში იმყოფება. ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში" მონაწილეობს.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სახელწოდებით – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი და მიგრაციის საკითხების ყოფილი ევროკომისარი დიმიტროს ავრამოპულოსი.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე – „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“. ასევე, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანს და საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის რეგიონულ და გლობალურ სისტემაში.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი




