Logo

მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია

პოლიტიკა
266
Frontnews image description

ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ სამწუხაროდ ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო არის ამის საუკეთესო მაგალითი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა იმედი LIVE-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა უხეში ფორმით ხდებოდა და ეს მნიშვნელოვნად აზიანებდა ევროკავშირთან, ბრიუსელთან საქართველოს ურთიერთობებს.

ამავე კონტექსტში ბოჭორიშვილმა აშშ-ის მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.

„როდესაც საუბარი შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაშინ უკვე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან სულ სხვაგვარი გზავნილი ისმის და სხვაგვარად ხდება პოზიციონირება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ეს ასახავს იმ „სამწუხარო რეალობას, რომელ რეალობაშიც არის დღევანდელი ბრიუსელი“.

"ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის რომ, თუკი ჩვენ გვსურს და ჩვენ გვსურს, რომ ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, რომელიც არის დღეს დღევანდელი ევროპის სახე -  რა თქმა უნდა, ჩვენი სუბიექტური სურვილიც იქნებოდა, რომ ევროკავშირი იყოს ძლიერი და ეს ევროკავშირი იყოს ისეთი, რომლის წევრობაც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ევროკავშირში მიმდინარე პროცესები რთული საყურებელია, თუმცა საქართველო ურთიერთობების გამოსწორების იმედს არ კარგავს.

"იმედს ვიტოვებთ რომ ყველაფერი შეიცვლება და რომ რეალობის უგულებელყოფას აღარ გააგრძელებს ბრიუსელი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები