მაკა ბოჭორიშვილი - შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია

ავტორი
Front News საქართველო
შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოზე და ქართულ პროდუქციაზე, რაც ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობიდან და სიდიდიდან გამომდინარე განსაკუთრებით აღსანიშნავია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს შანხაიში განუცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საინტერესო იყო ორმხრივი ურთიერთობების, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.
"შანხაის იმპორტის გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობა მთავარი სტუმრის სტატუსით ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საქართველოზე და ქართულ პროდუქციაზე, რაც ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობიდან და სიდიდიდან გამომდინარე განსაკუთრებით აღსანიშნავია. ეს ვიზიტი ასევე საინტერესო იყო ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში. ჩვენ საკმაოდ საინტერესო განხილვები გვქონდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტად იქნეს გამოყენებული ამ სფეროში არსებული პოტენციალი, რაც ორ ქვეყანას აქვს ორმხრივი ურთიერთობების, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია ასევე ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობა შუა დერეფნის კონტექსტში. ჩინეთიდან მომავალი ტვირთების საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე წვდომა და ამ მიმართულებით ჩინეთთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ეს საკითხებიც იქნა განხილული ვიზიტის ფარგლებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


