
ავტორი
Front News საქართველო
რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტები ძალის არმქონეა, ქართული მხარე მათ სრულიად იგნორირებას ვერ მოახდენს, რადგან ამ დოკუმენტებით ყალიბდება გარკვეული ნარატივები, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას ისახავს მიზნად.
"რეზოლუციებს რომ ძალა არ აქვს და ბევრს არაფერს ნიშნავს, ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. როდესაც ეს რეზოლუცია და ანგარიში დამტკიცდა ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე, მაშინ გაკეთდა ჩვენი განცხადება. გარკვეული ყურადღება დავუთმეთ მათ ძალიან მარტივი მიზეზის გამო. თავად ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ხშირად გვსმენია, რომ ნუ მიაქცევთ დიდ ყურადღებას ევროპარლამენტის რეზოლუციებს, რომ ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ევროკავშირის პოლიტიკაზე. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ისეთივე ინსტიტუტი, როგორც ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო. შესაბამისად, ჩვენ სრულიად იგნორირებას მათ დოკუმენტებს ვერ გავუკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ მასში გარკვეული პოლიტიკოსების აზრები აისახება, გარკვეული ნარატივი ყალიბდება.
ეს არის სრულიად ტყუილზე, სრულიად ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტები, რომლებიც ერთადერთი მიზნით იქმნება, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები დააზიანონ და ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შელახონ. ამას ძალა არ აქვს, არანაირი პოლიტიკური წონა ამ დოკუმენტებს არ აქვს, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია, თუნდაც სამი ევროპარლამენტარი ასეთი ფორმით ესხმოდეს თავს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას სრულიად უსაფუძვლოდ, სრულიად ტყუილებზე დაფუძნებით და უპასუხოდ დავტოვოთ თუნდაც მათი ასეთი კამპანიები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც, უკვე რამდენი წელიწადია, მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ერთადერთ რამეს – დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს