
ავტორი
Front News საქართველო
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მონაწილეობს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალში.
მარკო რუბიო ვაშინგტონში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობს.
დაგეგმილია მინისტერიალზე მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა. რუბიოს თქმით, აშშ-ის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ქმნიან ინფრასტრუქტურას, პარტნიორობასა და სტრატეგიას უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის დასამარცხებლად.
თაგები:
მაკა ბოჭორიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს