Logo

მაკა ბოჭორიშვილი - ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს დემოკრატიაზე, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ

პოლიტიკა
394
Frontnews image description

ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან, სადაც ამის ინტერესი გამოიხატა.

"საქართველოში უცხოელი დამკვირვებლები არიან, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ. ვისაც აქვს ინტერესი, შესაძლებლობა,  დააკვირდეს საქართველოში საარჩევნო პროცესს. უცხოელი დამკვირვებლები არიან ყველა ქვეყნიდან, სადაც საქართველოში არჩევნების დაკვირვების ინტერესი გამოიხატა. არ ვიცი, ვის რა შეფასება აქვს დემოკრატიის, თუმცა ჩვენ ვნახეთ დამკვირვებლები  ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს ევროპის ქვეყნებში დემოკრატიასთან დაკავშირებით, ალბათ, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

Advertisement