Logo

მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
190
Frontnews image description

სან-ფრანცისკოში ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოს მერთან დენიელ ლურისთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სან-ფრანცისკოში საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.

"მინისტრმა მერს მადლობა გადაუხადა საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის დაფუძნების პროცესში აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების კონტექსტში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროგრესზე, ხაზი გაესვა ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას, სტრატეგიულ მდებარეობასა და პოტენციალს.

აღინიშნა სან-ფრანცისკოს გამორჩეული როლი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში და არსებული პოტენციალის სათანადოდ გამოყენების მნიშვნელობა ქართული მხარისთვის, რასაც ხელს შეუწყობს ინოვაციების ჰაბი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები